დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლას 1 ოქროსმედალოსანი ჰყავს, 5 მოსწავლეს კი წარჩინებით სწავლისთვის პორტატული კომპიუტერი გადაეცემა
24-08-2020

ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.

მაია ყალიჩავამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

გიორგი წურწუმია, ლუკა წურწუმია, ნიკოლოზი შელია, მედეა ქებურია და გიორგი პერტაია კი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.

საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

დირექტორი ნონა თოდუა და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203