
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ილიაწმინდის საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
ანამარია მაზიაშვილი, ქეთევან ქადაგიშვილი, ლელა გოჩიტაშვილი და დიანა ფოლადაშვილი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
ისინი ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
დირექცია მოსწავლეებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.