
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვაქირის საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
ნატო ჩუთლაშვილი, რუსუდან ვარდიაშვილი და ოთარ შალვაშვილი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
წარჩინებულ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცებათ.