
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
როლანდ ვარდიამ სკოლა მაღალ ქულებზე დაასრულა და ის ახლა ვერცხლის მედლის კანდიდატია.
ნათია დარსალია და საბა ღვინჯილია კი საბაზო საფეხურის მაღალქულიანი მოსწავლეები არიან. ისინი ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.