
ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თათია სვიმონიშვილი პროექტ „ეს ქვეყანა შენიას“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. თათიას და მისი მასწავლებელს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
„ყვარელში, ი. ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა პროექტში „ეს ქვეყანა შენია“ გამარჯვებულთა დაჯილდოება, ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თათია სვიმონიშვილი და მისი კურატორი მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი დაჯილდოვდნენ ლეპტოპებით და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით.
ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის გუნდი ასევე გადავიდა სუპერფინალში. შორენა მასწავლებელსა და მის გუნდს ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები