ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლას ოქროს მედლის 3 კანდიდატი ჰყავს
24-08-2020

ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.

დავით რობანიშვილმა, ვაჩა კავსაძემ და  თამუნა გეგელაშვილმა სკოლა უმაღლეს ქულებზე დაასრულეს. ისინი ოქროს მედლის კანდიდატები არიან.

ლანა ჯაბიშვილი კი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია, რადგან მან საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა. ლანას ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპი გადაეცემა.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203