იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე კალანდაძე სოფლის ისტორიის შესწავლისას ლიანა ბებოს გვაცნობს
24-08-2020

„ჩვენ ვსწავლობთ სოფლის ისტორიას“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობას შეუერთდნენ. მოსწავლეები სოფლისა და ასაკოვანი თანასოფლელების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს იძიებენ და ალბომს ქმნიან.

IX კლასის მოსწავლე ელენე კალანდაძე ლიანა ბებოს გვაცნობს:

„მინდა გაგაცნოთ ჩვენი სოფლის მცხოვრები საუკეთესო ქალბატონი ლიანა ბებო, მან მთელი ახალგაზრდობა თავის მეუღლე ვახტანგ კალანდაძესთან ერთად შრომაში გაატარა, მათ 4 შვილი აღზარდეს, რომლებსაც ჩაუნერგეს სწავლისა და შრომის სიყვარული, ლიანა ბებო ახლა 82 წლისაა და დღესაც დიდი შემართებით უდგას ოჯახს გვერდით, უყვარს ბავშვები და შვილთაშვილების აღზრდაშიც ღებულობს მონაწილეობას.

ქალბატონ ლიანას სურვილია ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, ბედნიერ საქართველოში ეცხოვროთ.

ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ლიანა ბებო“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203