გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სასწავლო პროცესის დროს საინტერესო აქტივობებში მონაწილეობდნენ
24-08-2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისტანციურ სასწავლო პროცესში.

მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებისთვის საინტერესო პრეზენტაციებს ამზადებდნენ. ასევე ატარებდნენ ცდებს.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო ცდა, თუ რომელ მეტალს მიიზიდავდა მაგნიტი. მოსწავლემ ფოლადი, სპილენძი, ალუმინი, ოქრო, ვერცხლი, პლასტმასი და მინა მაგიდაზე განათავსა და მაგნიტი მიუახლოვა. აღმოჩნდა, რომ მაგნიტმა რკინა და ფოლადი მიიზიდა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203