ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ მშობლიურ სკოლას ემოციური ვიდეორგოლი მიუძღვნა
21-08-2020

თელავის მუნიციპალიტეტის, ლაფანყურის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელმა მოსწავლემ, ალეკო წიკლაურმა ემოციური ვიდეორგილი გადაიღო, რომელიც სკოლის მონატრებას მიუძღვნა.

ვიდეოს ფონად ასევე ემოციური მელოდია აქვს, რომელიც სკოლის მონატრების განცდას მეტად ამძაფრებს და თითოეულ ადამიანს უღვივებს მშობლიური სკოლის კედლების ნოსტალგიას.

ლაფანყურის საჯარო სკოლის ყოველი კუთხე, ეზო, საკლასო ოთახები... ალეკო წიკლაურმა საკუთარი ხედვით აღწერა და ფაქტობრივად, ვიდეოს ყურებისას, ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს სამყაროს აღქმა ლაფანყურის საჯარო სკოლიდან იწყება... რომ დავფიქრდეთ, ასეცაა, რადგან ადგილობრივი ბავშვები სწორედ აქ გადიან ცხოვრების საუკეთესო პერიოდს, სკოლას უკავშირდება მათი ბავშვობა, მოზარდობის ასაკი და ისევე ემოციურად ემშვიდობებიან მშობლიურ კედლებს, როგორც ალეკო წიკლაურის ვიდეოშია ასახული.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203