დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
21-08-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა ნონა თოდუამ ამჯერად ქართული ენისა და ლიტერატურის VII-XII კლასის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა უმაღლეს 10 კრედიტ-ქულაზე ჩააბარა.

„როგორც ვიცით, ქ-ნი ნონა თოდუა წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებელია. ასწავლის დაწყებით საფეხურზე. ის მუდმივად ცდილობს განვითარდეს პროფესიული თვალსაზრისით, რისი დასტურიც მის მიერ სხვადასხვა დროს წარმატებით ჩაბარებული არაერთი გამოცდაა.

ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან წარმატებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი და დასძენს, რომ ასეთი მასწავლებელი უმნიშვნელოვანეს ადამიანურ რესურსს წარმოადგენს სკოლის განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203