
ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლის საბაზო საფეხური მარიამ კინწურაშვილმა წარჩინებით დაამთავრა.
მარიამი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარია. მას ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპი გადაეცემა.
დირექტორი თამარ ზარნაძე ულოცავს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და საშუალო საფეხურის მაღალ ქულებზე დასრულებას უსურვებს.