
ქარელის მუნიციპალიტეტის კეხიჯვარის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
ვერცხლის მედალზე წარდგენილები არიან: ლანა ქიტიაშვილი და უჩა ლომიტაშვილი.
საბაზო საფეხურის მაღალქულიანი მოსწავლეები კი - სოფო ქიტიაშვილი, ლანა ჯაიანი და თამარ ასტამიძე პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. მათ ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.