
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
ზურაბ თოდუა ოქროს მედლის კანდიდატია.
გურამ შენგელიამ და ილია ჩხაიძემ კი საბაზო საფეხური მაღალ ქულებზე დაამთავრეს, რის გამოც ისინი პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
გურამს და ილიას ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპები გადაეცემათ.
დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.