„მივბაძოთ დიდ მხატვრებს!“ - კახარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს საინტერესო პროექტში ჩაერთვნენ
21-08-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის კახარეთის საჯარო სკოლაში, დისტანციური სწავლების ფარგლებში, განხორციელდა პროექტ-გაკვეთილი „მივბაძოთ დიდ მხატვრებს!“

ხელოვნების მასწავლებლის ნინა სტეფანოვას იდეას VIII კლასის მოსწავლეებმა ხორცი შეასხეს. ისინი დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში. მოსწავლეები უნდა გაცნობოდნენ მათთვის სასურველი მხატვრების ბიოგრაფიას, აერჩიათ საინტერესო ნამუშევარი და შემდეგ უნდა დაეხატათ.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებას, მასწაბლებლის გასახარად მათ არა მარტო მიბაძვით დახატული ნამუშევრები შექმნეს, არამედ სხვა საოცარი საკუთარი ნახატეითაც გააოცეს პედაგოგი.

პროექტში ჩართულები იყვნენ:კახაძე ბაჩო, კახაძე ანა, ბერიძე ავთანდილი, დეკანაძე რამი და შავაძე მარიამი.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203