ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით ემიგრანტ პედაგოგთა მეორე მიზნობრივი ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21-08-2020

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით, ორგანიზებითა და ბარსელონას „წმიდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა ემიგრანტ პედაგოგთა მეორე მიზნობრივი ონლაინ შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტთან, ნიკო სილაგაძესთან, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 38-მა მასწავლებელმა: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან.

შეხვედრა დაიწყო საქართველოს დროით 17:00 საათზე. მონაწილეებს მიესალმა ბარსელონას წმიდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარი და „წმიდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი) და ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ისაუბრა ახალი სკოლის მოდელის პროექტზე, ინიციატივაზე რომელიც უკავშირდება საგნის „ჩვენი საქართველოს“ სწავლებას და ამ პროცესში განათლების ექსპერტების ჩართვაზე, რომლებიც სექტემბრის თვეში შექმნიან რესურსთა ბანკს და მათზე დაყრდნობით, თითოეული სკოლის მიერ გაკეთდება კურიკულუმი და შესრულდება კომპლექსური დავალებები. ეს დავალებები გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო.
აგრეთვე მოხდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ ვებინარებში ჩართვა რამოდენიმე სკოლისთვის „ახალი სკოლის მოდელზე“ გადასასვლელად, რომელიც დაიწყება 10 აგვისტოდან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203