ფშავლის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 14 უსაფრთხოების კამერა განთავსდა
21-08-2020

თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

სწორედ ამიტომ სკოლაში დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები, სულ - 14 კამერა. 5 კამერა სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს, ცხრა კამერა კი განთავსებულია შენობის შიდა სივრცეში.

ინფორმაცია ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ სოციალურ გვერდზე გაავრცელა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203