აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა გაჩეჩილაძე უფროსკლასელთა კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
21-08-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა გაჩეჩილაძე კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. მან სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ნომინაციაში წარმატება მოიპოვა.

პანდემიის დროს მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებს, პიროვნების იდენტობასა და პროგრესული, თავისუფალის საზოგადოების ურთიერთმიმართების შესახებ.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ლიკას მიღწეულ წარმატებას.

კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“ მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელთა 150-მდე გუნდმა მიიღო.

გამარჯვებული გუნდი პედაგოგებისა და საზოგადოებრივი წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. შეხვედრას ცნობილი მწერლები და ტელეწამყვანები: ნენე კვინიკაძე, ტორესა მოსი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ესწრებოდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203