
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის სამი კურსდამთავრებულიდან ორმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
„განსაკუთრებით აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ არჩილ ძირკვაძემ ინგლისურ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან მოიპოვა 75 ქულა. რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს ნინო ჯორბენაძეს.
სკოლის ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და იმედია, ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებენ სასურველ პროფესიაზე, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგს მადლობას უხდის თავდაუზოგავი შრომისთვის და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებას პედაგოგიურ საქმიანობაში“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.