
თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის დირექცია და მასწავლებლები აბიტურიენტებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას უსურვებენ.
„ფშაველის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენივე სკოლის 2019/20 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებით მონაწილეობის შედეგად სტუდენტის სტატუსის მინიჭებას. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ყველა ეტაპზე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.