ქვემო ალვანის საჯარო სკოლას ვერცხლის მედლის 2 კანდიდატი ჰყავს - 5 მოსწავლე კი ლეპტოპით დასაჩუქრდება
20-08-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.

2019-2020 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით ვერცხლის მედლის კანდიდატები არიან: ქეთევან ხუტურიძე და ელენა ქოთილაიძე.

საბაზო საფეხურის წარჩინებით კურსდამთავრებულები კი არიან: ეკატერინე  ჩაჩაური, თეკლა ბახტურიძე, ლიკა არჩემაშვილი, დიმიტრი ქოთილაიძე და ლუკა მოზაიძე.

ისინი პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203