
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქვედა ცაგერის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
ოქროს მედლის კანდიდატია ნანა ქომეთიანი, ვერცხლის მედალს კი სალომე მუშკუდიანი, ლუკა შკუბულიანი და ანანო ლომთაძე მიიღებენ.
გარდა ამისა, საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ზურა ელბაქიძე და ინა ჩიკვაიძე პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარები არიან და ისინი ახალ სასწავლო წელს ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს.