
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს.
მარიამ ჩორგოლიანმა საშუალო საფეხური მაღალი ქულებით დაამთავრა და ის ახლა ვერცხლის მედლის კანდიდატია.
საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე მათე ერბელიძე კი პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ბენეფიციარია და ის ახალ სასწავლო წელს ლეპტოპით დასაჩუქრდება.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.