თხილნარის N1 საჯარო სკოლიდან ლეპტოპით ორი მოსწავლე დასაჩუქრდება
20-08-2020

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N1 საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. თეკლა დუმბაძე და ლიზი თედორაძე, სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპის მიღების კანდიდატები არიან და მეათე კლასში წარჩინებული მოსწავლეების სტატუსით დაუბრუნდებიან სკოლის კედლებს.

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ამაყობენ საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ისინი მშობლიურ სკოლას არაერთხელ ასახელებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203