დიდი ჭყონის N1 სკოლის რუსული ენის უფროსმა მასწავლებელმა, ქეთევან ჩიქვანაიამ ხელოვნების გამოცდაზე უმაღლესი - 10 კრედიტ-ქულა მიიღო
20-08-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსმა მასწავლებელმა ქეთევან ჩიქვანაიამ ხელოვნების გამოცდაზე უმაღლესი - 10 კრედიტ-ქულა მიიღო.

ქეთევან ჩიქვანაია არის რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი. მან როგორც რუსულის, ისე პროფესიული უნარების გამოცდები უმაღლეს - 10 კრედიტ-ქულაზე ჩააბარა.

ამჟამად, ქ-ნმა ქეთევანმა ასეთივე წარმატებით, 10 კრედიტ-ქულაზე ჩააბარა ხელოვნების გამოცდა.

უნდა ითქვას, რომ ეს ყველას წარმატებაა და განსაკუთრებით მოსწავლეების, ვინაიდან მასწავლებლის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია სწორედ მოსწავლეზე, მის აკადემიურ მდგომარეობაზე აისახება უწინარეს ყოვლისა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203