
თბილისის N118 საჯარო სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
ანასტასია ხვედელიძე, მარიამ ხვედელიძე, ნატალი ბრეგვაძე, მარია ბეცაცშვილი, ლუკა დავითაია, მარიამ ბურდული, თინა სამხარაძე, დავით შეყილაძე და გიორგი შეყილაძე პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან.
ისინი ახალ სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.