
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV4 კლასის მოსწავლეებმა 4 კლასის დასრულება ორიგინალურად აღნიშნეს. მათი დამრიგებელი ეკა ქართველიშვილია.
დამრიგებელმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლაში დაუვიწყარი გარემო მოუწყო. ბავშვებს სკოლის ეზო და საკლასო ოთახი ლამაზად მორთული დახვდათ.
მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, კლიპი ჩაწერეს სიმღერაზე „მუდამ ერთად ვიქნებით“, რომელიც ძალიან მხიარული, ენერგიული და პოზიტიურია.
იხილეთ ვიდეო