აქთაქლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ზოგადი უნარების გამოცდაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
19-08-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, აქთაქლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - ლამან კურბანოვმა ზოგადი უნარების გამოცდაზე 39 ქულა მიიღო და შედეგად იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩაირიცხება.

იგი ერთი წლის განმავლობაში დაეუფლება სახელმწიფო ენას, რისი დასრულების შემდგომაც, სასურველ პროგრამაზე, უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრის პროგრამით განაგრძობს სწავლას.

ეს ყველაფერი კი ძალზე მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის, რათა ენობრივი ბარიერი საბოლოოდ იქნეს აღმოფხვრილი და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203