ქუთაისის N23 საჯარო სკოლას მედლის 16 კანდიდატი ჰყავს
19-08-2020

ქუთაისის N23 საჯარო სკოლისთვის 2019-2020 სასწავლო წელი ნამდვილად წარმატებული იყო. მიუხედავად იმ ყველა გამოწვევისა, რომლის წინაშეც პანდემიის გამო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა აღმოჩნდა, სკოლა ღირსეულად გაუმკლავდა ყველა წინაამღდეგობას. არც დირექციას, არც მასწავლებლებსა და არც მოსწავლეებს თავი არ დაუზოგავთ, რათა ზედმიწევნით შესრულებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმა.

კურსდამთავრებულთა შედეგები კი იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეული მათგანი დისტანციურ სწავლებას. დღეს კი ქუთაისის N23 საჯარო სკოლას შეუძლია იამაყოს, რადგან საშუალო საფეხური მოსწავლეებმა წარჩინებით დაასრულეს და მათ შორის არიან ოქროს მედლის 15, ხოლო ვერცხლის მედლის ერთი კანდიდატი, რომლებმაც თავი ეროვნულ გამოცდებზეც გამოიჩინეს.

განსაკუთრებით მაღალი შეფასებები კი ნანული შაკინოვმა, ანი იდაძემ, ნინო ღოღელიანმა, გიორგი კოღუაშვილმა, თემურ იდაძემ, ნინო ლიპარტელიანმა, ლუკა ფუტკარაძემ,მარიონ გუმბერიძემ, გიორგი ღვინიანიძემ, თათა ტატალაშვილმა დაიმსახურეს.

ქუთაისის N23 საჯარო სკოლა ამაყობს საკუთრი კურსდამთავრებულების მიღწევებით და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203