
ერგნეთში სამშვიდობო მატჩი ჩატარდა ფეხბურთში და გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში გორის მუნიციპალიტეტის, ტირძნისის საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე თამაშობდა:
ზურა ჩუტკერაშვილმა, გურამ სურამელმა, დავით ბუჩუკურმა, გიორგი სამადაშვილმა, ტატო სამადაშვილმა და ნოდარ მაზმიშვილმა თავი არ დაზოგეს, რათა გუნდისთვის გამარჯვება მოეპოვებინათ.
ამ სულისკვეთებამ უკვალოდ ნამდვილად არ ჩაიარა - გუნდმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია მოწინააღმდეგეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლე გურამ სურამელი კი, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„დიდი სიხარულით გილოცავთ, ბიჭებო, ამ დიდ გამარჯვებას და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ“, - ამ სიტყვებით ულოცავს ტირძნისის საჯარო სკოლა საკუთრ მოსწავლეებს გამარჯვებას და უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას უსუ