
გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშუალო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.
კურსდამთავრებული დიანა გოგოლაძე ოქროს მედლის კანდიდატია, ვერცხლის მედალზე კი წარდგენილები არიან: ელენე შაყულაშვილი, ნაზი ენფენჯიანი და ნანული ჩუტკერაშვილი.
სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის წარჩინებით დასრულებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს.