
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ამის ნათელი დადასტურებაა ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო და საშუალო საფეხურები წარჩინებით დაასრულეს.
ნესტან პაკელიანი ოქროს მედლის კანდიდატია და ცხოვრების ახალ გზაზე წარჩინებული მოსწავლის სტატუსით გადადგა პირველი ნაბიჯები; როლანდ მგელაძე კი, საბაზო საფეხურზე მიღებული უმაღლესი შეფასებებისთვის, მალე პროგრამა ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში, ლეპტოპით დასაჩუქრდება.
ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ საკუთარ კურსდამთავრებულებს და უსურვებენ უამრავ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე.