
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლიდან, პროგრამაზე „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ორი მოსწავლეა წარდგენილი.
მათე მიქელაძე და საბა წულუკიძე მალე ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან და თხილნარის საჯარო სკოლის დირექცია, ასევე პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ საკუთრ კურსდამთავრებულებს ამ დიდ წარმატებას.
მათე და საბა მეათე კლასში გადავიდნენ და მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი ასეთი წარმატებით დაიწყო, ასევე წარმატებით გაგრძელდება და ბიჭებიც არაერთხელ ასახელებენ თხილნარის მშობლიურ N2 საჯარო სკოლას.