
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და სკოლას უდავოდ შეუძლია იამაყოს საკუთარი კურსდამთავრებულებით.
საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კი საბეჭისის საჯარო სკოლიდან, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“, წარდგენილია ერთი მოსწავლე - ლიკა ნაკაიძე.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ ლიკას ამ დიდ წარმატებას და უსურვებენ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე; ყველა ერთად იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში ლიკა ნაკაიძე საშუალო საფეხურსაც წარჩინებით დაძლევს, მშობლიური სკოლის კედლებს ოქროს მედლით ხელდამშვენებული დატოვებს და ამაყად შეაბიჯებს უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის სტატუსით.