ყელქცეულის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
19-08-2020

გორის მუნიციპალიტეტის, ყელქცეულის საჯარო სკოლა განსაკუთრებულად ემზადება ახალი - 2020-2021 სასწავლო წლისთვის; მით უმეტეს, რომ უკვე ცნობილია განათლების სამინისტროს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს საჯარო სკოლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

ყელქცეულის საჯარო სკოლის ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისთვის და ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკიც მინიმუმამდე დაიყვანოს.

სწორედ ამიტომ, ყელქცეულის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და როგორც Etaloni.ge-ს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახალ სასწავლო წელს ახალი სამასწავლებლოთი შეხვდებიან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გორის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და ზედმიწევნით მოწესრიგდება სველი წერტილების საკითხიც - სველი წერტილები შენობაშივე დამონტაჟდება და მალე ყელქცეულის საჯარო სკოლა სრულად მზად იქნება ახალი, 2020-2021 სასწავლო წელი აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203