წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლე მედიაწიგნიერების კონკურსში ჟიურის რჩეული გახდა
19-08-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის, წყრუთის საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტში აქტიურად მონაწილეობს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მედიაწიგნიერების კონკურსი აღმოჩნდა.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის - „ნამდვილი თუ მოგონილი?!" რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც  მონაწილეობა  მიიღო წყრუთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, ჰასმიკ ბაგდასარიანმა.

კონკურსს 185 მონაწილე ჰყავდა -  მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებიდან. ჰასმიკ ბაგდასარიანი კი მედიაწიგნიერების ჟიურის რჩეული გახდა, რის გამოც გადაეცა სერტიფიკატი და პრიზი.

წყრუთის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას, ხოლო  კლასის დამრიგებელსა და ქართული ენის მასწავლებელს, ქალბატონ თინათინ კურტანიძეს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203