
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის სტუმარია სკოლის ფიზიკის პედაგოგი მედეა კალანდარიშვილი. მან თავისი 56-წლიან პედაგოგიური მოღვაწეობის ისტორიაზე ისაუბრა.
„მე ვამაყობ და მიხარია, რომ 56 წელი ვიმუშავე ქუთაისის N2 საშუალო სკოლაში და ვემსახურე ჩემი საყვარელი ახალგაზრდობის სწავლა-განათლების საქმეს",-ამბობს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო