„ჩვენ ერთმანეთს დავუბრუნდებით!“-აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთობა დისტანციურად აღნიშნეს
18-08-2020

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთობა დისტანციურად აღნიშნეს. ამ დღეს სკოლის პედაგოგებიც გამოეხმაურნენ და თითოეულმა მათგანმა თვალცრემლიანმა გაიხსენა აფხაზეთი.

აფხაზეთო, გული მტკივა უშენოდ!

"დღეს აფხაზეთობაა, აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი წინაპრების სულები გვიხმობენ, ჩვენი მეგობრობა აუცილებლად აღდგება, ვინაიდან შევძლებთ ერთმანეთს მიტევებას, მალე აფხაზეთში უშიშრად ერთად გვეზეიმოს ეს დღე მტრების ჯინაზე.

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში ყველა სადამრიგებლო კლასმა აღნიშნა აფხაზეთობა, სამწუხაროდ, ონლაინ რეჟიმში. ანალოგიურად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მასწავლებელთა შეხვედრა, სადაც თითოელმა მათგანმა თბილად და ცრემლნარევად გაიხსენა აფხაზეთი, საკუთარი კუთხე და უპატრონოდ მიტოვებული ეზოები. წაიკითხეს საკუთარი ჩანახატები, ლექსები, ესე, მიძღვნილი აფხაზეთისადმი.

ჩვენ ერთმანეთს დავუბრუნდებით!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203