ახალციხის N1 საჯარო სკოლის გუნდმა უფროსკლასელთა კონკურსში გაიმარჯვა
18-08-2020

ახალციხეში კონკურსის - „ეს ქვეყანა შენია“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს შორის იყო ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდიც.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ კურატორ-მასწავლებლებს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები.

უფროსკლასელთათვის გამოცხადებულ კონკურსში 150 გუნდი მონაწილეობდა.

მოსწავლეების დაჯილდოების შემდგომ გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და აქტივიზმის შესახებ. ამ თემებზე მოსწავლეებს ესაუბრნენ სტუმრად მყოფი მწერლები ნენე კვინიკაძე და ტორესა მოსი, ასევე ჟურნალისტი დავით პაიჭაძე.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203