
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლამ საკუთარ ანგარიშზე მორიგი წარმატება მიითვალა. აბიტურიენტებმა სკოლა ასახელეს და ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ კარგი შედეგები დააფიქსირეს და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნათია სუმბაძე, რომელმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღალი - 67 ქულა აიღო.
ვულოცავთ ჩვენს, აწ უკვე ყოფილ მოსწავლეებს ამ ღირსეულ წარმატებას. გამარჯვების გზებით გევლოთ, ახალგაზრდებო!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები