
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს და ამჯერად ტენდერი გამოცხადდა იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - მარელისის, ვერტყვიჭალისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.