
წალკის მუნიციპალიტეტის, აშკალის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მალე სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებსაც მიიღებენ.
ალიონა ზურნაჩიანმა, კარენ ფიდოიანმა და კიმა ანდრეასიანმა საშუალო საფეხური უმაღლესი შეფასებით დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ოქროს მედლებით ხელდამშვენებულები დაემშვიდობებიან და საკუთარი მიღწევებით, ამაყად გადავლენ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
თუმცა, აშკალის საჯარო სკოლა მხოლოდ მეთორმეტეკლასელთა მიღწევებით არ ამაყობს. სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულებიც ჰყავს:
ანა ფიდოიანი და გორ ტერბალიანი, სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან.
აშკალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავენ მოსწავლეებს და უსურვებენ წინსვლას ახალ ასპარეზზე.