
ქარელის მუნიციპალიტეტის ბერძენაულის საჯარო სკოლის საბაზო საფეხური გია მეარაყიშვილმა და სალომე ახალკაცმა წარჩინებით დაასრულეს.
წარმატებული მოსწავლეები მაღალ ქულებზე სწავლისთვის ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.