
წალკის მუნიციპალიტეტის დარაქოვის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები ჰყავს.
სკოლა უმაღლეს ქულებზე დაასრულეს: ვლადიმირ ტერსენოვმა და კარენ აბაჯიანმა. ისინი ოქროს მედალზე არიან წარდგენილნი.
ვერცხლის მედლის კანდიდატი კი აშხარაბედ განდილიანია.
გარდა ამისა, საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს მოსწავლეებმა: ლილიტ აბაჯიანმა და გენრიხ პეტროსიანმა. ისინი ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.