ახალციხის N1 სკოლის მოსწავლეები თავიანთი შექმნილი მობილური აპლიკაციით ინოვაციის კონკურსის ფინალში გავიდნენ
18-08-2020

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი GoGeoGo-ს წევრები: თამარ თათეშვილი, საბა ზედგინიძე, სალომე თათეშვილი. გუნდის წევრები ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და მათ ანდროიდ მობილური აპლიკაცია GoGeoGo შექმნეს.

მობილური აპლიკაცია GoGeoGo საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებელი აპლიკაციაა. პროგრამა დაეხმარება საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203