
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქეს. სკოლის დირექტორი მადლობას უხდის ლალი შაიშმელაშვილს, რომელმაც სიკეთე უანგაროდ გააკეთა.
„ქალბატონ ლალი შაიშმელაშვილმა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას საკუთარი წიგნები აჩუქა...რომ გადავხედე წიგნებს, უნებურად წამომცდა, როგორ იმეტებთ ამ წიგნებს ქალბატონო ლალი-მეთქი(იმიტომ რომ მე ვერ გავიმეტებდი..)
- მე და ჩემს შვილს ეს წიგნები სულ ყველა წაკითხული გვაქვს, წიგნს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ვიღაცამ უნდა წაიკითხოს, ტყუილად არ უნდა იდოსო,- მიპასუხა გაღიმებულმა.
დიდი მადლობა პედკოლექტივის, მოსწავლეების, მშობლების სახელით!“-წერს სკოლის დირექტორი მზია ბიჩინაშვილი.
იხილეთ ფოტო