
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს დისტანციურად შეუერთდნენ.
„ვირტუალური ზეიმი, რომელიც ეძღვნება ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს „ღმერთმა დალოცოს ამერიკა“-ასეთი სახელწოდებით გამოაქვეყნეს მოსწავლეებმა ვიდეო.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება.
1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში (პენსილვანია) მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ერთხმად მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია - ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე 4 ივლისი აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები "ამერიკის შეერთებულ შტატებად" მოიხსენიება.
იხილეთ ვიდეო