საჯარო სკოლების პედაგოგებს სამუშაო საათების განმავლობაში და სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის, ან მასში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ - ცვლილება საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.
კოდექსში ცვლილება 45-ე მუხლის მეოთხე ქვეპუნქტში შევიდა, რომელშიც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის აგიტაციის მონაწილეობის უფლების არ მქონე პირებს განსაზღვრავს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პედაგოგებისგან განსხვავებით აგიტაციის გაწევის უფლება აქვთ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს.
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, საჯარო სკოლების პედაგოგებისა, - სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს