იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა 140 წელს ითვლის. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით სკოლამ საიუბილეო გამოწვევა წამოიწყო, რომლის ფარგლებში სკოლის სხვადასხვა პერიოდის კურსდამთავრებულები და პედაგოგები სკოლის ისტორიას პატარ-პატარა ამბებით აცოცხლებენ.
საიუბილეო გამოწვევის სტუმარია ნატო აბზიანიძე. ნატო ამჟამად ათენში, ონკოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ-რადიოლოგად მუშაობს.
„ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემი სკოლის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა“,-აღნიშნა ნატო აბზიანიძემ და სკოლის ის პედაგოგები გაიხსენა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თაობების აღზრდაში.
იხილეთ ვიდეო