ჭანდარის საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა
18-08-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭანდარის საჯარო სკოლას ჰყავს საბაზო საფეხურის ოთხი  წარჩინებული კურსდამთავრებული: გიორგი სიბაშვილი, მარიამ რაქვიაშვილი, ნინო ზირაქაშვილი და რობი ვარდოსანიძე.

მოსწავლეები წარჩინებული სწავლისთვის ახალ სასწავლო წელს, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ლეპტოპებით დასაჩუქრდებიან.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203