ყელქცეულის საჯარო სკოლა საინტერესო პროექტში მონაწილეობს
18-08-2020

გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლა პროექტ „მოხალისეში“ ჩაერთო. სკოლის დირექცია გვიზიარებს, თუ რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი და რა უპირატესობები აქვს მას.

„მოხალისეობა არის შესაძლებლობა, რომ ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო და უნარ-ჩვევები. გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება და ამავდროულად განავითარებ შენს უნარ-ჩვევებს, მიიღებ გამოცდილებას და ცოდნას. ჩვენ, ყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.
მოხალისეობა გაძლევს შანს, რომ:

1. შეცვალო ადამიანის ცხოვრება;
2. უკეთესობისაკენ შეცვალო საზოგადოება;
3. მიიღო ახალი ცოდნა;
4. მიიღო გამოცდილება;
5. სხვადასხვა სფეროში განავითარო ახალი უნარ-ჩვევები;
6. დაამატო ახალი გამოცდილება შენს რეზიუმეს;
7. გაიცნო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან და კულტურიდან;
8. იგრძნო თვითკმაყოფილება, რომ ეხმარები გასაჭირში მყოფ ხალხს;
9. გამოიყენო შენი შესაძლებლობები იქ, სადაც ისინი ყველაზე საჭიროა;
10. რაღაც გასცე საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ მიიღო მისგან სარგებელი;
შედეგიანად გამოიყენო თავისუფალი დრო.
მოხალისეები გასცემენ:
1. დროს
2. ენერგიას
3. მოთმინებას
4. ენთუზიაზმს
5. ცოდნას და უნარ-ჩვევებს
6. გამოცდილებას
7. მეგობრობას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203